დეკემბერი 548
en

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ფოტოებში

საზაფხულო სკოლის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“ ფარგლებში ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში 19 ივლისს გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია პირველი რესპუბლიკის პერიოდის ფოტო და წერილობითი მასალა, რომელიც ასახავს 1918-1921 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მათ შორის არის საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის მასალები, სახალხო გვარდიელთა ფოტოები, საზეიმო აღლუმები, საქართველოში მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტი და სხვ. 
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ეროვნულ არქივში საზაფხულო სკოლა 17 ივლისს გაიხსნა. სკოლას 20 მსმენელი ჰყავს, მათ შორის უცხო ქვეყნის - 15 და საქართველოს  - 5 მოქალაქე. ღონისძიების მიზანია უცხოელი და ქართველი მონაწილეებისათვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ყოფის გაცნობა; უცხოელ მეცნიერთა ინფორმირება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ 1918-1921 წლების დოკუმენტებზე; ლევილისა და ჰარვარდის კოლექციებში არსებული მასალების მნიშვნელობის წარმოჩენა რეგიონის ისტორიის კვლევისათვის; უცხო ქვეყნის სამეცნიერო წრეებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის კონტაქტების გაღრმავება.
გამოფენა 23 ივლისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.