დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის განცხადება აუქციონის გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ეროვნული არქივის განცხადება აუქციონის გამოცხადების თაობაზე
განცხადება 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი (მდებარე: ვაჟა-ფშაველას გამზ.№1) რეკლამის განთავსების მიზნით, აცხადებს აუქციონს სახელმწიფო ქონების (ეროვნული არქივის ფასადის ნაწილის) სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით 
1. აუქციონში მონაწილეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 25 თებერვლის დღის 10:00 საათიდან, 2010 წლის 28 მარტის დღის 12:00 საათამდე. 
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1. 
საკონტაქტო ტელეფონი: 38 14 25, 877 13 03 13; 
საკონტაქტო პირი: ზურაბ ენაგელი (შესყიდვების განყოფილება); 
აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 28 მარტს 17:00 სთ-ზე. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1, II სართული. 
2. სსიპ ეროვნული არქივი (მდებარე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1) აცხადებს საჯარო აუქციონს, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. 
3. სარგებლობით გადასაცემი ფართი:
სსიპ ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული შენობის (მდებარე: ვაჟა-ფშაველას გამზ.№1) ნაწილი, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხარეს მდებარე ფასადი, რომლის საერთო ფართი შეადგენს 600 კვ.მ-ს. 
4. პირობა 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ აუცილებელ პირობას. 
პირობა 2. განსათავსებელი რეკლამის კონსტრუქციის ფორმა, ზომები და ვიზუალურ-შინაარსობრივი მხარე წინასწარ უნდა შეთანხმდეს სსიპ ეროვნული არქივის მაკონტროლებელ ორგანოსთან - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. 
პირობა 3. სარგებლობის უფლებით გაცემა ხდება რეკლამის განთავსების მიზნით. 
5.  სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს  ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 
6.  სარგებლობის საწყისი ფასია 9 000 (ცხრა ათასი) ლარი თვეში. 
7. აუქციონში მონაწილემ უნდა გადაიხადოს ელექტრონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადასაცემი საწყისი საფასურის 30% - 2 700 ლარის ოდენობით. 
8. ბიჯის სიდიდე განისაზღვრება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ბილეთის საფასური - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 
9. მეშვიდე და მერვე პუნქტებში მითითებული თანხები უნდა ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე: 
თანხის მიმღები - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი 
მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი - 211358957 
მიმღების ბანკი - სს ,,ლიბერთი ბანკის“ ცენტრალური ფილიალი 
მიმღების ბანკის კოდი - 220101480 
მიმღების ანგარიშის ნომერი – GE03LB0121160105327000. 
10.  სარგებლობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 
11. სარგებლობის პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება (თუ ასეთი იარსებებს) უნდა გადაიხადოს მოიჯარემ არსებული წესების დაცვით. 
12. საჯარო აუქციონში გამარჯვების ოქმის გაცემიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა (სახელმწიფო ქონების გადამცემსა და სახელმწიფო ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც დაინტერესებულ პირებს გასაცნობად გადაეცემა წინასწარ, განაცხადის შემოტანამდე, განაცხადის დადგენილ ფორმასთან ერთად, საკონტაქტო პირის მიერ -  სსიპ ეროვნული არქივის შესყიდვების განყოფილებაში. 
13. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა აუქციონის რეგისტრატორს  უნდა წარუდგინოს: 
ა) განაცხადი (განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაწილეობის მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყის საფასურს); 
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი (ბეს გადახდას უთანაბრდება, ასევე, მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ ორგანოს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
გ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, აგრეთვე, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 
ვ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; 
ზ) ყველა სხვა დოკუმენტაცია, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის ლოტებში მითითებულ პირობებს.