დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ფინეთში

საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ფინეთის ეროვნულ არქივს სტუმრობს. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ფინელ კოლეგას, ჯუსი ნოურტევას, შეხვდა, გაეცნო ფინეთის ეროვნული არქივის მუშაობას და საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტების დედნებს.

ვიზიტის ფარგლებში ფინეთის არქივიდან საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა 1918-1919 წლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ენკელის პირად ფონდში დაცული დოკუმენტები დამოუკიდებელ საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობის შესახებ, ასევე ფინელ დიპლომატ ჰერმან გუმერუსის  პირად ფონდში დაცული მიმოწერა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლოს აღიარებაზე.

დელეგაციის წევრები - საქართველოს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების წარმომადგენლები ფინეთის არქივის პრაქტიკას ეცნობიან და სასწავლო სემინარში მონაწილეობენ.

ფინეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებს შორის არსებობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც არქივებმა დოკუმენტების ელექტრონული ასლები დღემდეც არაერთხელ გაცვალეს.