დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი არქივების 41-ე საერთაშორისო კონფერენციაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ხელმძღვანელობით, 17 ნოემბერს გაემგზავრება მალტაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 17-21 ნოემბერს დაგეგმილ არქივების 41-ე საერთაშორისო კონფერენციაში: „21-ე საუკუნის არქივისტი. განათლებისა და სწავლების ახალი სტრატეგია“.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: არქივების საერთაშორისო ასოციაცია,  მალტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო და მალტის ეროვნული არქივი.
კონფერენციაზე იმსჯელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე არქივის შესაძლებლობების გაზრდაში. შეხვედრაზე ექსპერტები წარადგენენ ახალ იდეებსა და ახლებურ მიდგომას არქივისტების განათლების სფეროს განვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქვეყნის არქივის დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან.