დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივს ფინეთის დელეგაცია ეწვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს ფინეთის ეროვნული არქივის დელეგაცია მიიღო, რომელსაც გენერალური დირექტორი ჯუსსი ნოურტევა ხელმძღვანელობს. დელეგაციაშია ფინეთის არქივის მიკროფილმირების პროექტის მენეჯერი დიმიტრი ფროლოვი. 
შეხვედრაზე თეონა იაშვილს ფინელმა კოლეგამ გადასცა ის მასალები, რომელიც ფინეთის ეროვნულ არქივში მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთში ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს შეეხება. 
დღესვე მხარეებმა გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს არქივებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების მოწყობას, დოკუმენტების ასლების გაცვლას და ა.შ. 
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დოკუმენტები, რომელიც ფინეთის არქივიდან მივიღეთ. ეს მასალა დაემატება იმ საქმეებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში ინახება“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეონა იაშვილმა.  
ამასთან, ფინეთის ეროვნული არქივის დელეგაცია გაეცნო ეროვნული არქივში დაცულ მასალებს, რომელიც საქართველო-ფინეთის კულტურული, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ურთიერთობებს ასახავს.