მარტი 548
en

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ვარშავაში გამოფენა გაიხსნა

პოლონეთში, ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების ორგანიზებით გამოფენასაქართველოს პირველი რესპუბლიკა გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა, პოლონეთის სახელმწიფო არქივების დირექტორმა პაველ პიეტრჟიკმა და  საქართველოს ელჩმა პოლონეთში ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.

გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია 100 წლის წინათ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები.

ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.