დეკემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისათვის 74 სკოლა დარეგისტრირდა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის 74 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა დარეგისტრირდა.

პროექტის პირველი ეტაპი – პრეზენტაციები პირველი რესპუბლიკის თემაზე – 7 თებერვალს დაიწყება.

პროექტი შედგება პრეზენტაციებისა და ვიქტორინის ეტაპებისგან. პროექტში ჩართულ სკოლებში პირველი რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებით პრეზენტაციები გაიმართება; ამის შემდეგ სკოლებში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფები, რომლებიც მაისში დაგეგმილ ვიქტორინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ღონისძიებას  ჟიურის წარმომადგენლები შეაფასებენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და   სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

 

პროექტში მონაწილე სკოლების ჩამონათვალი