დეკემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტის ფინალი 21-22 მაისს გაიმართება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 21-22 მაისის ვიქტორინით დასრულდება.

პროექტის პირველ ეტაპზე თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 32 სკოლაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე ეროვნული არქივის თანამშრომლებმა პრეზენტაციები ჩაატარეს. თითოეულმა სკოლამ შექმნა 5-კაციანი გუნდი, რომლებიც ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდნენ.

ვიქტორინას ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ღონისძიებამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ  2015/2016 სასწავლო წელს ღონისძიება გაფართოებულიყო და მასში,  თბილისთან ერთად, ჩართულიყო მცხეთისა და რუსთავის სკოლებიც.

ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.