დეკემბერი 548
en

საფრანგეთის ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ფილმების კოლექციათა დირექტორი ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს საფრანგეთის ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ფილმების კოლექციათა დირექტორი ბეატრის დე პასტრი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი მარიამ კვესელავა, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და კინოცენტრის სხვა თანამშრომლები ეწვივნენ.

სტუმრები ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მიიღო და გააცნო ეროვნული არქივის საქმიანობა, ისაუბრეს არქივის განვითარების პერსპექტივებზე, უცხოეთში დამკვიდრებულ საარქივო პრაქტიკაზე, მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის საცავები, კინოდარბაზი, აუდიოსტუდია, მედიათეკა, მკვლევართა დარბაზი.

საფრანგეთის კინოცენტრის ფილმების კოლექციათა დირექტორი ბეატრის დე პასტრი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანი უნიკალური ქართული კინომემკვიდრეობის - კინოფირების დაცვის შესახებ კონსულტაციების ჩატარებაა.