დეკემბერი 548
en

„ქართული ანბანის სამი სახეობა“ - გამოფენა ეროვნულ არქივში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დედაენის დღესთან დაკავშირებით, 14 აპრილს, 17:00 საათზე გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რაც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

ღონისძიება ეძღვნება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას“ და მისი მიზანია ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშების წარდგენა საზოგადოებისათვის.

ექსპონატების ნაწილი პირველად წარედგინება ფართო საზოგადოებას. თემატურად დაყოფილ საგამოფენო ბლოკებში იქნება როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები.