დეკემბერი 548
en

პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა ყაზბეგში

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე გამოფენა დღეს ყაზბეგის იუსტიციის სახლში გაიხსნა. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული ექსპოზიცია მოიცავს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას.

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში ტარდება.

არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

ყაზბეგის იუსტიციის სახლში გამოფენა რამდენიმე კვირა გაგრძელდება.