ოთარ იოსელიანის დოკუმენტურ ფილმს „თუჯი“ მაყურებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს.
ღონისძიების ბმული: https://fb.me/e/Zrtkqqdq.
1964 წელს გადაღებული „თუჯი“ ოთარ იოსელიანის ერთ-ერთი პირველი დოკუმენტური ფილმია. მასში რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღეა აღწერილი. სტუდია „მემატიანეს“ ბაზაზე შექმნილი ეს ფილმი 2018 წელს ბოლონიის კინოფესტივალზე, საარქივო ფილმების სექციაში იყო ნაჩვენები. ფილმს ინგლისურენოვანი ტიტრები ახლავს.
ეროვნული არქივი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მაყურებელს ციფრულად რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს.