ოქტომბერი 548
en

ოლივერ უორდროპის ნაკლებად ცნობილი ფოტო - კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივი "კვირის დოკუმენტის" ფარგლებში წარმოგიდგენთ ბრიტანელი დიპლომატის, მოგზაურის და მთარგმნელის  ჯონ ოლივერ უორდროპის ფოტოს.

ჯონ ოლივერ უორდროპი 1919-1920 წლებში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ იყო კავკასიასა და საქართველოში.

ეს ნაკლებად ცნობილი ფოტო გადაღებულია თბილისში, მაჩაბლის ქ. #13-ში (დღევანდელი მწერალთა სახლი), სადაც პირველი რესპუბლიკის პერიოდში განთავსებული იყო ბრიტანეთის წარმომადგენლობა.  

ფოტო (სტერეოსლაიდი) დაცულია ეროვნულ არქივში, ნიკოლაძე-ღამბაშიძეების კოლექციაში.

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.