დეკემბერი 548
en

„ლუვრიდან ეროვნულ არქივამდე“ - ზაზა ალექსიძის საჯარო ლექცია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ზაზა ალექსიძე, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში დღეს, 18:00 საათზე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ლუვრიდან ეროვნულ არქივამდე“.

ლექციაში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ეხმარება ერთმანეთს  მდიდარი სამუზეუმო და საარქივო საცავები ახალი მასალის აღმოჩენაში, შესწავლასა და ჭეშმარიტების დადგენაში.

ზაზა ალექსიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია, ასევე საფრანგეთის წარწერებისა და ბელ-ლეტრის აკადემიის უცხოელი  წევრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი კონსულტანტი.

მისი კვლევის ძირთადი მიმართულებებია: ქრისტიანული კავაკასიის ისტორია და ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ხელნაწერი მემკვიდრეობა.