საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (25 მარტი, 1917 წელი) შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილეთა ფოტო მიმდინარე კვირის დოკუმენტია.
ფოტოზე პირველ რიგში, მარცხნიდან მეოთხე: დეკანოზი ე. ვეფხვაძე
მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე: მღვდელი ზოსიმე ნემსიწვერიძე; მეოთხე: მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი; მეხუთე: დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, მეექვსე: ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე; მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე; მერვე: კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი /საძაგლიშვილი/; მეცხრე: მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე; მეათე: არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია; მეთერთმეტე: არქიმანდრიტი დოსითეოს ბერძენიშვილი; მეთორმეტე: არქიმანდრიტი დიმიტრი; მეცამეტე: არქიმანდრიტი იოანე ქარსელაძე; მეთო თხმეტე: არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი; მეთხუთმეტე: ხუცეს-მონაზონი ეპიფანე,
მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე: დეკანოზი იოანე ლუკაშვილი; მეშვიდე: ივანე პურადაშვილი; მეოცე: მღვდელი პ. ებანოიძე,
მეოთხე რიგში, მაცხნიდან მეშვიდე დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი; მეთოთხმეტე: მღვდელი სიკო კახეთელიძე.
ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.