დეკემბერი 548
en

კვირის დოკუმენტი - საქართველოს დროშის ავტორისათვის გასამრჯელოს გადაცემა

საქართველოს დროშის პროექტის შემქმნელის, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისათვის გასამრჯელოს გადაცემის  ცნობა ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.  

საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიის თავმჯდომარის,   ალექსანდრე ახმეტელის ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმისადმი 1918 წლის 18 სექტემბრის წერილში  ნათქვამია, რომ საქართველოს დროშის პროექტის შემუშავებისათვის  იაკობ ნიკოლაძეს გასამრჯელოს სახით სამი ათასი მანეთი უნდა გადაეცეს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის ბიოგრაფიაში დღემდე გამოტოვებულია მისი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრობა და ამავე საბჭოს ხელოვნების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობა. 

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.