დეკემბერი 548
en

კვირის დოკუმენტი - მარჯორი უორდროპის წერილი ნინო გურიელთან

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია მარჯორი უორდროპის წერილი ნინო გურიელთან.

ბრიტანელი მთარგმნელი და სწავლული მარჯორი უორდროპი 1895 წლის 20 ნოემბრის წერილში თავის ქართველ მეგობარს, ნინო გურიელს კერძო ხასიათის წერილს უგზავნის - „სურვილი გვაქვს, რომ მალე კიდევ მოვიდეთ იმ მშვენიერს ქვეყანაში“.

წერილი დაცულია ეროვნულ არქივში, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში.  

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.