დეკემბერი 548
en

კვირის დოკუმენტი - ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტი ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტია.

დოკუმენტი XV-XVI საუკუნეებით არის დათარიღებული. შესრულებულია ქაღალდზე, ნუსხურით; საზედაო ასოები - მთავრულითა და სინგურით, შავი მელნით.

ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას, ყდაში ხელნაწერების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ეს ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის - წმიდა მამათა თხრობებისა და  ლიტურგიკული კრებულების შემადგენელ ნაწილებად დაჯგუფდა. ხელის მიხედვით ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.