დეკემბერი 548
en

იუსტიციის სახლში ყველა სერვისის გაცემა აღდგა

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდება ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მიმდინარეობს და მზადაა მომხმარებელს კვლავ ჩვეულ რეჟიმში მოემსახუროს. 

ინტერნეტ პროვაიდერის ცენტრალური კაბელის დაზიანების გამო, დღის განმავლობაში, იუსტიციის სახლში, მომსახურების პროცესი რიგ სერვისებზე შეფერხებული იყო.

კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტ პროვაიდერის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური სადენი მექანიკურად დაზიანდა. კაბელის დაზიანების გამო, თბილისის იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება დღეს 10:53 საათზე შეუწყდა, რის გამოც რიგი სერვისების გაცემა შეფერხდა. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ზოგიერთი სერვისის გაცემა ვერ ხერხდებოდა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, იუსტიციის სახლთან ერთად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო და სისტემა ალტერნატიულ სერვერებზე გადაირთო, რის შემდეგაც სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგა, ამ დროისათვის კი პრობლემა სრულად აღმოფხვრილია. 
რაც შეეხება ინტერნეტ პროვაიდერს, კომპანია „სილქნეტმა“ რამდენიმე საათიანი აქტიური მუშაობის შედეგად ხარვეზის აღმოფხვრა შეძლო და ინტერნეტის მიწოდება აღადგინა. 
იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მომხმარებელს შექმნილი უხერხულობისთვის