დეკემბერი 595
en

„ფრაგმენტები ქართული თეატრის ისტორიიდან“ საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე

 „ფრაგმენტები ქართული თეატრის ისტორიიდან“ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ქართული თეატრის დღეს ონლაინგამოფენით აღნიშნავს.

გამოფენა იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2021-1/fragmentebi-kartuli-teatris-istoriidan-2.

ქართული თეატრის დღე - 14 იანვარი - გიორგი ერისთავის თეატრის პირველ წარმოდგენას უკავშირდება. 1850 წლის 2 (14) იანვარს გიორგი ერისთავმა საკუთარი პიესა „გაყრა“ სცენაზე გააცოცხლა. ქართული პროფესიული თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით დაიბადა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული პროფესიული თეატრის პირველი დადგმის - „გაყრის“ - მინიატურები, რომელიც ნაწარმოების ხელნაწერს ახლავს. გეორგ კორადინის მიერ 1850 წელს შესრულებული ნამუშევრები სპექტაკლის სცენებს ასახავს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივში დაცული ქართული თეატრის ისტორიის ამსახველი სხვა მასალაც - ფოტოები, აფიშები, პროგრამები და სხვა დოკუმენტები.