დეკემბერი 548
en

ფილმმა „საბჭოთა საქართველო“ მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალ „პოკროვის“ დიპლომი მიიღო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის დოკუმენტური ფილმის „საბჭოთა საქართველო“ ავტორებმა  ისტორიული მოვლენის საუკეთესოდ გაშუქებისათვის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალ „პოკროვის“ დიპლომი მიიღეს.   
ფესტივალი კიევში 9–12 ოქტომბერს გაიმართა. 
საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და რეჟისორი გიორგი კაკაბაძე იმყოფებოდნენ. 
ფილმზე მუშაობა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო და 2009 წლის აგვისტოში დასრულდა. ამავე თვეში იგი კიევის საერთაშორისო  მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე „Покров“ (მფარველი) გაიგზავნა. ფილმმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და ფესტივალის ძირითადი კონკურსის ნუსხაში მოხვდა. 
დოკუმენტური ფილმი „საბჭოთა საქართველო“, რომლის ხანგრძლივობა 75 წუთია,  შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ვიზუალური და წერილობითი ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე. ამასთან, ფილმი შეიცავს დადგმულ სცენებს და გაფორმებულია მხატვრული სადიქტორო ტექსტით. 
ფილმში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა აღწერილი სამოცდაათწლიანი საბჭოთა ცხოვრება და ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, საბჭოთა კავშირში. აქცენტი გადატანილია ქართული საზოგადოების ყოფაზე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. 
ამ ეტაპზე არსებობს ფილმის ქართული და რუსული ვერსია, ხოლო ინგლისურ ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა