საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღსანიშნავად XI საუკუნეში აგებულ ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ძეგლს სპეციალური გვერდი მიუძღვნა: https://archive.gov.ge/ge/svetitskhoveli-1.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო ტაძრის შესახებ ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მათ შორისაა ისტორიულ საბუთები, ხელნაწერები, ფოტოები, კინომასალა, რომელიც სვეტიცხოვლის ისტორიით დაინტერესებულთათვის ეროვნული არქივის ვებგვერდის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი.
საქართველოს ეროვნული არქივი უახლოეს მომავალში სვეტიცხოველში ექსპედიციას გეგმავს, რის შემდეგაც აქამდე არსებული მდიდარი საარქივო დოკუმენტები ახალი ვიზუალური მასალით შეივსება.