დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივში უნიკალური დოკუმენტების რესტავრაცია გრძელდება

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში 2010 წლის იანვარ-მარტში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 6153 ფურცელს, 420 ყდას, 1073 ფოტოპოზიტივს, 31 ტექნიკურ ნახაზს.  
რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერი დოკუმენტები - 218 ფურცელი და 5 ყდა. მათ შორისაა მე-18 საუკუნის სამართლის, წყალობისა და შეწირულების წიგნები, ასევე მე-11 საუკუნის გიორგის მეორის წყალობის სიგელის პირი.  
ამ პერიოდში რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალმბომებს, სადაც წარმოდგენილია მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქუთაისში, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გადაღებული ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები. 
რესტავრაცია ჩაუტარდა, ასევე, გამოფენისათვის „ვახტანგ ჭაბუკიანი - 100“ შერჩეულ აფიშებსა და წერილობით დოკუმენტებს.