დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის წარმომადგენელი საერთაშორისო კონფერენციაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვენიაში, ქალაქ რადენცში, გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ტექნიკური პრობლემები ტრადიციულ და ელექტრონულ არქივებში“.

კონფერენციის თემები იყო - საარქივო მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები, კვლევა, სტანდარტები, პრაქტიკა, პროექტები და პროგრამები. 

ანტონ ვაჭარაძე ღონისძიებაზე წარდგა მოხსენებით "ციფრული არქივის აღწერა (საქართველოს ეროვნული არქივის, საისტორიო არქივის პრაქტიკული გამოცდილება)". თემა შეეხებოდა გაეროს ჟენევის ოფისიდან საქართველოში ხარიტონ შავიშვილის ციფრული ასლების სახით გადმოცემული პირადი ფონდის აღწერას.

სამდღიან კონფერენციაში 15-მდე ქვეყნის 50-მდე არქივისტი მონაწილეობდა.