დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის თანამშრომელთათვის ქუთაისში სემინარი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთათვის დღეს ქუთაისში სემინარი გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ატარებს.
სემინარი ეძღვნება იმ ცვლილებებს, რომელიც შესულია არქივების სამართლებრივი და მეთოდური საქმიანობის წესებთან დაკავშირებულ ნორმატიულ ბაზაში. გადამზადებას გაივლიან ეროვნული არქივის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.
ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილების უფროსი მერი ბიწაძე და ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დოკუმენტაციის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მზია ლეჟავა სემინარის მონაწილეებს ესაუბრებიან შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი არქივების საქმიანობის სამართლებრივი და მეთოდიკური საფუძვლები; ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დოკუმენტაციის მართვის პრინციპები; ადგილობრივ არქივებში საარქივო ფონდების მიზნობრივი და მიზნობრივ კომპლექსური ექსპერტიზა და სხვა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ასეთივე სასწავლო კურსს ეროვნული არქივის სხვა ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთათვისაც ჩაატარებს.