დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის თანამშრომელბი დოკუმენტების დიგიტალიზაციის პოლონეთში დანერგილ სტანდარტებს გაეცნობიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის წარმომადგენლები პოლონეთის სახელმწიფო არქივს ეწვივნენ დოკუმენტების დიგიტალიზაციისა და ელექტრონული არქივების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
 ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნობიან დიგიტალიზაციის პრინციპებს, ფოტო დოკუმენტების დიგიტალიზაციის, ასევე, ელექტრონული ჩანაწერების არქივების, ინტეგრირებული საარქივო საინფორმაციო სისტემის (ZoSIA) მუშაობის სტანდარტებს; ეწვევიან ციფრული ჩანაწერების ცენტრალურ არქივსა და პოლონეთის სახელმწიფო არქივს.
აღსანიშნავია, რომ დიგიტალიზაციის სფეროში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომლობაზე ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების ხელმძღვანელები რამდენიმე თვის წინ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ვარშავაში ვიზიტისას შეთანხმდნენ.