დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალური ეტაპი 24-25 მაისს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკას“ ფინალური ეტაპი 24-25 მაისს გაიმათება.

პროექტის პირველ ეტაპზე, 20 აპრილიდან  მაისამდე, თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ.

ვიქტორინას, რომელიც ეროვნულ არქივში 24-25 მაისს  ჩატარდება, სპეციალური ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად,  ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და  1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.