დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია 25 ოქტომბერს გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 ოქტომბერს, 09:30 საათზე გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“.

სამდღიანი კონფერენციის 17 სექციაში განაწილებული პრეზენტაციები მრავალფეროვანია და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რესტავრაციისა და დოკუმენტების დიგიტალიზაციის სფეროებში არსებულ სიახლეებს აერთიანებს.

კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს, პოლონეთის, ლიტვის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ინდონეზიის, ინდოეთის არქივების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების 100-ზე მეტი წარმომადგენელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამი პარალელური ღონისძიება - არქეოლოგის, პროფესორ ნოდარ ბახტაძის საინფორმაციო ხასიათის მოხსენება: „უძველესი ბაზილიკების არქეოლოგიური კვლევა ნაქალაქარ ნეკრესში“; დოკუმენტების რესტავრატორის, დალია იონინაიტეს სემინარი ეტრატის რესტავრაციის შესახებ; ლიტვის კინოცენტრის რესტავრირებული ფილმის “ბავშვები სასტუმრო „ამერიკიდან“ (1991 წელი) ჩვენება.

ეროვნული არქივის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება.