დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 3 თვეში 7000-მდე ფურცელს ჩაუტარა რესტავრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში 2011 წლის პირველ კვარტალში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 7000-მდე ფურცელს, 616 ფოტოპოზიტივს, 53 ტექნიკურ ნახაზს და სხვ.  
ამავე პერიოდში დამუშავდა და შეკეთდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელის ნოე ჟორდანიას პირადი ფონდის საქმეების 9595 ფურცელი, დამზადდა საქმეებისათვის საჭირო 383 ყდა.  
რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების მე-19 საუკუნის პერიოდის ხელნაწერი დოკუმენტები, რომელიც სამაჩაბლოს, კერძოდ, ცხინვალისა და მისდამი დაქვემდებარები სოფლების ისტორიას ასახავს. 
ამავე პერიოდში რესტავრაცია ჩაუტარდა ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების 1208 ფურცელს და 8 აფიშას, ასევე ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლოზ საღაძის ფოტოალბომს (616 ფოტო), სადაც წარმოდგენილია მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქუთაისში, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გადაღებული ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები.