გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის დღე იყო. პირველი გვირილობა 1908 წელს შვედეთში აღინიშნა. რუსეთის იმპერიაში ეს ჩვეულება 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი ავადმყოფების სასარგებლოდ იხარჯებოდა. იმის გამო, რომ რუსეთის იმპერიაში გვირილობის ორგანიზებას საიმპერატორო კარი მფარველობდა, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეს დღე აღარ აღინიშნებოდა. თუმცა იგი გარკვეულწილად ჩაანაცვლეს 1922 წლიდან, როდესაც ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამდღიან კამპანიას აწარმოებდა.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.