დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის ჰუმანიტარული აქცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრში „ბეღურები“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლები ეწვივნენ მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრს „ბეღურები“. მათ მოზარდებს საჩუქრად მიუტანეს წიგნები, სპორტული ინვენტარი და ტკბილეული. 
ცენტრში 25 ბავშვი იმყოფება, რომელთა ასაკი 6-17 წელია. 
„ბეღურების“ აღსაზრდელები ეუფლებიან ხატვას, სიმღერას, ცეკვას, ხელსაქმეს. ბავშვებმა სტუმრებს წარმოუდგინეს ნაწყვეტები მათ მიერ დადგმული სპექტაკლებიდან. 
უახლოეს მომავალში „ბეღურების“ აღსაზრდელები ეროვნულ არქივს ეწვევიან და გაეცნობიან აქ დაცულ უნიკალურ მასალებს.