დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის ცხელი ხაზის მომსახურებით 600-მდე მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის მომსახურებით 2010 წლის 5 თვეში 600-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
ტელეფონის ნომერზე: 140505 დარეკვით მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ ეროვნული არქივის საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებით.
ეროვნული არქივის ცხელ ხაზზე მოქალაქეები, ძირითადად, არქივში ცნობის (სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა და სხვ.) მოძიების პროცედურებს, ადგილობრივი არქივების მდებარეობას, მომსახურების პირობებს არკვევენ.