დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივი ახალ სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს იწყებს

მეცნიერების საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კიდევ ერთი სამეცნიერო პროექტით აღნიშნავს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ეროვნული არქივი იწყებს სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე.

პროექტის მიზანია, სტუდენტებმა განივითარონ სამეცნიერო კვლევის ჩვევები, დაეუფლონ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის უნარებს და დაწერონ სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემატიკაზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.

პროექტის დასრულების შემდეგ ეროვნული არქივი ორ გამარჯვებულ სტუდენტს დააჯილდოვებს. გამარჯვებულები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნდება ელექტრონული ან ბეჭდური სახით.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის (10 ნოემბერი) გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება. ბოლო რამდენიმე წელია ამ თარიღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული არქივიც უერთდება.

სრული ინფორმაცია: იხილეთ ბმულზე