დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივი საკუთარი თანამშრომლის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს მხატვარ ვერა ქიქოძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ვერა ქიქოძე ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომელია. გამოფენაზე წარმოდგენილია შერეული ტექნიკით შესრულებული გრაფიკული და ფერწერული 40 ნამუშევარი. ეს მისი მეორე პერსონალური გამოფენაა, პირველი - 2005 წელს ეროვნულ გალერეაში გაიმართა. გარდა ამისა, მას ათ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ვერა ქიქოძემ დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასი. მისი ნამუშევრები ინახება როგორც ქართველ, ისე უცხოელი კოლექციონერებთან.
გამოფენა 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.