დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივი „გიგო გაბაშვილი როგორც ფოტოხელოვანი“ პროექტში მონაწილეობს

გაზეთ „პრაიმტაიმის“ პროექტის „გიგო გაბაშვილი - როგორც ფოტოხელოვანი“ დღეს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ პრეზენტაციაზე, სხვა ექსპონატებთან ერთად, გამოფენილი იქნება მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები. 
დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, XIX საუკუნის ბოლოს გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, რომელზე დაყრდნობითაც მხატვარი თავის უნიკალურ ტილოებს ქმნიდა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი გიგო გაბაშვილზე, რომელშიც გამოყენებულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე.
ეროვნულ არქივში დაცული, გიგო გაბაშვილთან დაკავშირებული დოკუმენტებიდან გამოფენი იქნება, ასევე: მხატვრის ავტობიოგრაფია (ავტოგრაფი), დოკუმენტები მისთვის სახალხო მხატვრის წოდების მინიჭების შესახებ, 1934 წელს მხატვრის 50 წლის სამხატვრო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენის აფიშა, აჭარაში, ციხისძირში გარდაცვლილი მხატვრის ოთახში არსებული ნივთების აღწერის ოქმი, 1940 წელს გამოცემული საფოსტო ბარათები მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციით, მხატვართა კავშირში შედგენილი გიგო გაბაშვილის პირადი საქმე, XIX საუკუნის 80-იან და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოები და სხვ.