საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის 2022 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში განიხილეს ეროვნული არქივის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი სამსახურების შეხვედრაზე, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა გახსნა. ეროვნული არქივის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული არქივის ხელმძღვანელებმა წარუდგინეს და წლის მეორე ნახევრის გეგმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრაზე მიმოიხილეს 2022 წლის დასაწყისში დამტკიცებული ეროვნული არქივის განვითარების 3-წლიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა.
ეროვნული არქივის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრები პერიოდულად იმართება და მისი მიზანი სამუშაო პროცესში კოორდინაციის ხარისხი გაზრდაა.