მარტი 548
en

ეროვნული არქივის საახალწლო გვერდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული საახალწლო თემატიკის მასალით მულტიმედიური გვერდი შეიქმნა: https://archive.gov.ge/ge/shoba-akhali-tslis-arkivi-1 

საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში ინახება მრავალი საინტერესო დოკუმენტი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნას შეეხება. მათ შორისაა კინოდოკუმენტები, ფოტოები, საგაზეთო პუბლიკაციები, აუდიოჩანაწერები, სიმღერები.

ეროვნული არქივი საახალწლოდ ვებგვერდის სტუმრებს ასევე სთავაზობს სახალისო კითხვარს „სულხან-საბას ახალწელიწადი“, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონზე დაყრდნობით არის შედგენილი: https://archive.gov.ge/ge/quiz/sulkhan-sabas-akhaltselitsadi-1.