აპრილი 548
en

ეროვნულ არქივში სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

30 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა - ტესტირება  უნარ-ჩვევებში. სულ შემოსული  იყო 199 კანდიდატის განცხადება. ტესტირებაზე გამოცხადდა 154  კანდიდატი. მეორე ეტაპზე გამსვლელად დადგინდა 29 ქულა (მაქსიმალური 50 ქულა). 
შედეგები იხილეთ შემდეგ ბმულში: I ეტაპის ტესტირების შედეგები
  იმ 75 კანდიდატს, რომლებმაც შეძლეს გამსვლელი ქულის დაგროვება, კონკურსის მეორე ეტაპზე ჩაუტარდებათ გასაუბრება, შემოწმება ქართულ ენაში და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებში.
მეორე ეტაპი ჩატარდება  ა/წ  2-3 სექტემბერს საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში, მის.: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი №1, მე-2 სართული.
 მეორე ეტაპის ჩატარების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულში:  II ეტაპის განრიგი