დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივში სტაჟიორობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები სტაჟირების კურსს 2011 წლის მაისიდან ეროვნული არქივის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაივლიან. 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება ეროვნული არქივის მოქალაქეთა მისაღებში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №1) 2011 წლის 21 აპრილამდე უნდა წარადგინონ. 
სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის შედეგების მიხედვით შეირჩევიან, 3-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირებას გაივლიან: სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში, საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებსა და თბილისის არქივში.
სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ეროვნული არქივის საიტზე: www.archives.gov.ge, განცხადებების გვერდზე