დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივში ფოტოალბომების რესტავრაცია დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში XIX საუკუნის სამ ფოტოალბომს რესტავრაცია ჩაუტარდა.
რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა ცნობილი ფოტოგრაფის, ნ. საღარაძის ორი ალბომი, რომელშიც გაერთიანებულია 758 (პირველი ალბომი) და 544 (მეორე ალბომი) ფოტოპოზიტივი. ფოტოები 1880-1917 წლებშია გადაღებული.
რესტავრაცია ჩაუტარდა ლითოგრაფიული ნამუშევრების ფოტოალბომსაც. მასში შესულია ცნობილი მხატვრების – გრ. გაგარინის, ვ. ტიმის, დ. გრიმის, ტეიხელის და უცნობი ავტორების 35 ლითოგრაფიული ნამუშევრის ფოტო. ფოტოებზე ასახულია რუსეთ-თურქეთის ომი, კიევის ეკლესია-მონასტრები, ყარსში მცხოვრები ქურთები, ინდუსები, ყარსისა და ახალქალაქის ხედები. ალბომი 1849-1858 წლებით თარიღდება.
რესტავრაციის ლაბორატორიაში ფოტოპოზიტივები ლაქებისგან გაიწმინდა, თითოეული ფოტო და ალბომის ფურცელი ქიმიური და მექანიკური მეთოდებით დამუშავდა, ხელახლა აიკინძა და ყდაში ჩაისვა.