ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივსა და ჭიათურის თეატრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა, თეონა იაშვილმა და ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მამუკა ცერცვაძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ჭიათურის დრამატული თეატრის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ერთობლივი გამოფენის ორგანიზებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული წერილობითი და ფოტომასალა, რომელიც თეატრის ისტორიას ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2014 წელს დაარსებიდან 120 წელი შეუსრულდა.