მარტი 548
en

დოკუმენტური ფილმი „ფიროსმანი“ - ონლაინპრემირა საქართველოს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე

გიორგი შენგელაიას დოკუმენტურ ფილმ „ფიროსმანს“ 30 ივნისს 17:00 საათზე მაყურებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს.

„ფიროსმანი“ პირველია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ იმ რესტავრირებულ ფილმებს შორის, რომელთა ჩვენებაც საქართველოს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე - https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia- იგეგმება.

გიორგი შენგელაიას სადიპლომო ნამუშევარი - დოკუმენტური ფილმი „ფიროსმანი“ - 1960 წელს არის გადაღებული. ქრონომეტრაჟი: 19 წუთი.

რესტავრირებული ფილმების ონლაინპრემიერები ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.