თებერვალი 548
en

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოს ეროვნულ არქივში საკუთარი ქვეყნის შესახებ დაცულ დოკუმენტებს გაეცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს ეწვია ჩეხეთის იუსტიციის  სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი პაველ ბლაჟეკი ხელმძღვანელობს.

სტუმრებს ჩეხეთთან დაკავშირებით ეროვნულ არქივში დაცული მასალა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გააცნეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო როგორც საქართველო-ჩეხეთის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მასალა, ისე საქართველოში მოღვაწე ჩეხი კულტურის მოღვაწეების ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები.

ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.