დეკემბერი 548
en

ახალგაზრდული კონფერენცია ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ახალგაზრდა მეცნიერთათვის  (40 წლამდე ასაკის, სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები) 24-25 მარტს გეგმავს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას თემაზე: ,,საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“.

კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის  სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თემის სათაური, ანოტაცია უნდა გამოგზავნონ  ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილებაში 2015 წლის 6 მარტამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: kasatiani@archives.gov.ge; nbadashvili@archives.gov.ge.

სამი საუკეთესო მოხსენების ავტორი დაჯილდოვდება ეროვნული არქივის მიერ საგანგებოდ დაწესებული პრემიით - 300 ლარით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/Youth_Conference.