დეკემბერი 548
en

ანონსი

14 ივლისს, 17:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსი, ჯილიან ევისონი გამართავს პრეზენტაციას თემაზე „უორდროპების კოლექცია: ქართული წიგნები და არქივები ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში“. 

ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ქართულ ხელნაწერთა და ნაბეჭდ წიგნთა მდიდარ კოლექციას ფლობს. სამეცნიერო წრეებისათვის კარგად ცნობილი ე.წ. უორდროპების კოლექციის ცალკეული ხელნაწერები დიდი ხანია შესწავლის საგანია. გარდა იმისა, რომ ეს კოლექცია ქართველი ხალხის კულტურული ცხოვრების მრავალსაუკონოვან ისტორიას ასახავს, ამავდროულად, ორ ხალხს შორის მეგობრობის უტყუარი მოწმეა; საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავმა მებრძოლებმა და ქართული კულტურის ქომაგებმა მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს ქართველი ხალხის მეხსიერებაში.

ჯილიან ევისონის მოხსენების თემა სწორედ უორდროპების კოლექციას და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს ეხება.