დეკემბერი 548
en

აკაკი წერეთლის ავტოგრაფი - „...ჩონგური საქართველოა“ - კვირის დოკუმენტი

„...ჩონგური საქართველოა“, ნაწყვეტი პოემიდან „ნათელა“, აკაკი წერეთლის ავტოგრაფი, შავი, პოეტის 1890-იანი წლების რვეულიდან ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.

რვეულში შეტანილია: საყმაწვილო მოთხრობა „პატარა ტარიელი“, პოემა „ნათელა“, პუბლიცისტური წერილი „ფიქრები ბუხრის წინ“; ახლავს იოსებ გრიშაშვილის შენიშვნები.

ხელნაწერი ექიმ დავით ფაღავას კუთვნილებას წარმოადგენდა. ის აკაკი წერეთლის ლექსების გამომცემლის - იოსებ მერკვილაძის ახლო მეგობარი და „ციცინათელას“ მუსიკის ავტორი იყო. დაცულია ეროვნულ არქივში.