მარტი 548
en

„აფხაზეთი გიწვევს“ - ონლაინპრემიერა

ციფრულად რესტავრირებულ  დოკუმენტური ფილმი „აფხაზეთი გიწვევს“ მაყურებელმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე 12 აგვისტოს 17:00 საათზე გამართული პრემიერის ფორმატში იხილა. 

რეჟისორ ირაკლი ასათიანის მიერ 1979 წელს საკუთარი სცენარით გადაღებული ფილმი აფხაზეთის სხვადასხვა კურორტს ასახავს. მისი ქრონომეტრაჟი 9 წუთია.

ფილმის ფირი საქართველოს ეროვნული არქივის კინოსაცავში ინახება. მისი მაღალი ხარისხით სკანირება და ციფრული რესტავრაცია არქივის სპეციალისტებმა განახორციელეს.

ეროვნული არქივი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს.