მარტი 548
en

9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 9 ივნისს არქივების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
 
ამ თარიღთან დაკავშირებით 8-14 ივნისს მსოფლიო არქივების საერთაშორისო კვირეულს ზეიმობს. საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო დღეს ამჯერად ვიტუალურად უერთდება და კვირეულის ფარგლებში ონლაინსივრცეში არაერთ აქტივობას შემოგთავაზებთ. ვებგვერდსა და ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე განთავსდება:
 
8 ივნისი - ვიდეოკოლაჟი ვიტორიო სელას კოლექციის შესახებ;
 
9 ივნისი - „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“ - სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი ეროვნული არქივის გამოცემასა და UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ქართული ხელნაწერების შესახებ ისაუბრებს;
 
10 ივნისი - ვირტუალური გამოფენა „საერთაშორისო არქივები“;
 
11 ივნისი - პროექტი „ძველი და თანამედროვე ბათუმი“;
 
12 ივნისი - ქვიზი „საქართველოს მწვერვალები“.
 
არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წლის 9 ივნისს, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო დააარსა. საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს.