April 548
ge

Scanning of Film Tapes

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ინახება 40 000-მდე შესანახი ერთეული კინოდოკუმენტი. ეს დოკუმენტები მოიცავს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე პერიოდს. არქივში დაცული კინოდოკუემენტების დიდი ნაწილი 35მმ-იან კინოფირზეა, მცირე ნაწილი არის 16მმ-იან კინოფირზე, ასევე არის VHS და MiniDV კასეტები, DVD დისკები და თანამედროვე DCP ფორმატი.

არქივში მიმდინარე კინოდოკუმენტების დიგიტალიზაცია გულისხმოვს ყველა ზემოთნახსენები ფორმატის ელექტრონული ასლის შექმნას. ძირითადი პრიორიტეტი არის 35მმ-იანი კინოფირების დიგიტალიზაცია.

35მმ-იანი კინოფირები არის ორი სახის, ნიტრო და ტრიაცეტატული ფუძის. ნიტროფუძიანი კინოდოკუმენტების ასაკი 100 დან 50 წლამდე მერყეობს, რადგან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე კინოწარმოება მიმდინარეობდა ნიტროფუძიან კინოფირებზე, ხოლო უკვე მოგვიანებით ტრიაცეტატულ ფირზე.

ნიტროფუძიანი კინოფირები გარდა მათი სიძველისა, ასევე არის აალებადი და მათთან მუშაობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ერთი სააღრიცხვო ერთეული კინოდოკუმენტი მოიცავს რამდენიმე შესანახ ერთეულს, ესენია ნეგატიური გამოსახულება, პოზიტიური გამოსახულება, ოპტიკური ფონოგრამა, მაგნიტური ფონოგრამა და ზოგ შემთხვევებში კონტრ და დუბლ ნეგატივების ან პოზიტივების სახით.

 

კინოდოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. კინოფირის (ორიგინალის) შემოწმება და მისი მდგომარეობის ტექნიკური ექსპერტიზა;
  2. კინოფირის (ორიგინალის) გადასაწერად მომზადება - რაც მოიცავს შეწებებების შესწორებას, მშრალი წესით გაწმენდას, პერფორაციების აღდგენას და რაკორდების განახლებას;
  3. კინოფირის დიგიტალიზაცია;
  4. ელექტრონული ასლის კომპიუტერული დამუშავება, ფერის და განათების კორექცია;
  5. ელექტრონული ასლის ხმოვანი რიგის კორექცია;
  6. ელექტრონული ვერსიების ფაილების სახელების გადარქმევა, ყველა ტექნიკური პარამეტრის მინიშნებით;
  7. ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია, მათი შნაარსის და კატალოგიზაციის კუთხით.

 

საქართველოს ეროვნულ არქივში კინოდოკუმენტების დიგიტალიზაცია მიმდინარეობს კონტრპროექციის საშუალებით. ვიდეო მატარებლების შემთხვევაში - ვიდეო სტანდარტების მაგნიტოფონებით.

კინოფირების დიგიტალიზაციის დროს გამოიყენება Canon XL1 (SD)  და Sony NEX5 (HD) კამოკრდერები. ვიდეო სისტემებისთვის Canopus და Motu-ს ფირმის ვიდეო დეკოდერები. არქივი ამ ეტაპზე არ ახდენს 16 და 8 მმ-იანი კინოფირების დიგიტალიზაციას.

 

ქვემოთ მოყვანილია კინოდოკუმენტების დიგიტალიზაციის სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები.

კინოდოკუმენტი (ორიგინალი) ელექტრონული ფორმატი
35მმ-იანი პოზიტიური კინოფირი PAL 720x576, 25fps Interlaced; 16bit 48kHz; DV-AVI
35მმ-იანი პოზიტიური კინოფირი HD 1920x1080, 25fps Progressive; 16bit 48kHz; Mpeg4 H.264
35მმ-იანი ოპტიკური ფონოგრამა MONO (Dual Chanel), 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed
35მმ-იანი მაგნიტური ფონოგრმა MONO (Dual Chanel), 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed
VHS ვიდეო კასეტა PAL/SECAM/NTSC; 16bit 48kHz; Mpeg2 DVD, 8000kbps
VHS-C ვიდეო კასეტა PAL/SECAM/NTSC; 16bit 48kHz; Mpeg2 DVD, 8000kbps
MiniDV კასეტა PAL//NTSC; 16bit 48kHz; DV-AVI
HDV კასეტა PAL//NTSC; 16bit 48kHz; Mpeg2 HDV, 8000kbps