მარტი 548
en

VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2023

VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები

 

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს VIII საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღებას. 

კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 21-23 სექტემბერს და მიეძღვნება მეფე დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს.

 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცალკე სექცია მიეძღვნება მეფე დავით აღმაშენებელსა და მის ეპოქას.

 

კონფერენციის მიზანი:

  • სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;
  • ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;
  • კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება;
  • ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  • ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა);
  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, აქრიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია);
  • კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
  • ციფრული ესთეტიკა და დიზაინი;
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
  • კონსერვაცია-რესტავრაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე.
  • თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ივნისი.
  • თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნის ბოლო ვადაა 16 ივლისი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა შემოსული განაცხადი გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.

 

ინსტრუქცია:

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  conferences@archives.gov.ge

იხილეთ თეზისების შედგენისა და გაფორმების წესი 

 

დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის საიტზე. 

კონფერენციის პროგრამა

 

მონაწილეთა თემების თეზისების სანახავად დააჭირეთ თემის სათაურს